ბაკქეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაკქეი (ბერძნ. Bakcheios), ანტიკურ ლექსთწყობაში 5 მორისაგან შედგენილი ტერფი. შეიცავს ერთ მოკლე და ორ გრძელ მარცვალს. გრძელი მარცვალი შეიძლებოდა ორი მოკლე მარცვლით შეცვლილიყო. ძველ ბერძნულსა და რომაულ პოეზიაში უმეტესად გამოყენებულია ტეტრამეტრის, იშვიათად — ჰეგზამეტრის საზომებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 162, თბ., 1977