ბაკაბები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სამეფო ტახტის საყრდენი პალენკედან ადამიანის გამოსახულებით, რომელიც ბაკაბის მსგავსად იქცევა. ამერიკის მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი.
ბაკაბები- ოთხი ძმა - ზეცის ღმერთები, რომლებიც წარმოადგენდნენ ცის საყრდენს. განაწილებულნი იყვნენ კომპასის 4 ძირითად მხარეზე. (4 ძმა შესაძლოა ერთი ღვთაების განსახიერებაც ყოფილიყო). ისინი იყვნენ ღვთაება - იხამნისა და იშჩელის შთამომავლები. თითოეული ძმა ყოველ 4 წელიწადში ერთ წელიწადს წარმართავდა. მაიას ტომი ყოველთვის დიდი სიხარულით ელოდა წელიწადს, რომლის წარმართვაც ძმებს შორის უზენაესს ხვდებოდა წილად. ღვთაებათა განლაგება და მათი შესაბამისი ფერები (აღმ. - წითელი, ჩრდ. - თეთრი, დას. - შავი, სამხ. - ყვითელი) უდიდეს როლს თამაშობდნენ მაიას კულტურასა და რელიგიაში.
|
|||||||
სტატიის