ბაიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერთეულები ბაიტებში
ათობითი სისტემა (სი თავსართები) ორობითი სისტემა (IEC 60027)
დასახელება სიმბოლო მნიშვნელობა დასახელება სიმბოლო მნიშვნელობა
 
ბაიტი B ბაიტი 100 ბაიტი B ბაიტი 20
კილობაიტი kB კბ 103 კიბიბაიტი KiB კიბ 210
მეგაბაიტი MB მბ 106 მებიბაიტი MiB მიბ 220
გიგაბაიტი GB გბ 109 გიბიბაიტი GiB გიბ 230
ტერაბაიტი TB ტბ 1012 ტებიბაიტი TiB ტიბ 240
პეტაბაიტი PB პბ 1015 პებიბაიტი PiB პიბ 250
ექსაბაიტი EB ებ 1018 ექსბიბაიტი EiB ეიბ 260
ზეტაბაიტი ZB ზბ 1021 ზებიბაიტი ZiB ზიბ 270
იოტაბაიტი YB იბ 1024 იობიბაიტი YiB იიბ 280

ბაიტი (byte) - ინფორმაციის შენახვის ძირითადი ერთეული კომპიუტერულ მეცნიერებებში. მრავალ კომპიუტერულ არქიტექტურაში ბაიტი არის მეხსიერების დამისამართების ერთეული და უმთავრესად შედგება რვა ბიტისაგან. ბაიტი დაპროგრამირების ენების მონაცემთა უმთავრესი ტიპია, განსაკუთრებით დაპროგრამირების სისტემურ ენებში.

ბაიტი ბიტების მოწესრიგებული თანამიმდევრობაა, რომელშიც თითოეული ბიტს ორიდან ერთ–ერთი მნიშვნელობა აქვს – 0 ან 1. ბაიტის ზომა კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის (ჰარდვერი) განვითარებასთან ერთად იცვლებოდა, თუმცა თანამედროვე სისტემებში მიღებულია სტანდარტი, რომ ერთი ბაიტი შეიცავს რვა ბიტს. ისტორიულად ბაიტის ზომა განისაზღვრებოდა იმ ბიტების ერთობლიობით, რომლებიც საჭირო იყო ლათინური ანბანის ერთი სიმბოლოს ჩასაწერად. მისი ზომა განისაზღვრა ლათინური ანბანის სიმბოლოების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობით და საბოლოოდ ერთი კომპიუტერული სიტყვის თანაზომადი გახდა. ბაიტის ზომა ისტორიულად ვარირებდა ხუთიდან თორმეტი ბიტის დიაპაზონში.

1960–იან წწ. IBM–ის System/360 არქიტექტურის მქონე მიკროკომპიუტერების პოპულარობამ ფორმულა: "ერთი ბაიტი უდროს რვა ბიტს" კანონიკურად აქცია. ბაიტს ზოგიერთ ქვეყანაში ასევე ოქტეტადაც მოიხსენიებენ (მაგ. საფრანგეთში).

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბაიტი&oldid=2375831“-დან