ბაილოტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაილოტის კუნძული
მშობ. სახელი: Bylot Island
Bylot Island.jpg
ბაილოტი
გეოგრაფია
ფართობი 11 067 კმ²
უმაღლესი წერტილი 1 951 მ
ანგილაქი
ქვეყანა

ბაილოტის კუნძული მდებარეობს ბაფინის მიწის ჩრდილოეთ ნაწილში, ეს კუნძული მიეკუთვნება კანადის ტერიტორია ნუნავუტის. ფართობი შეადგენს 11 067 კმ², მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მიხედვით 72-ე ადგილი უკავია, ხოლო კანადის კუნძულებს შორის მე-17 ადგილი აქვს. ბაილოტი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნოს კუნძული. ეს ტერიტორია სრულიად დაფარული ყინულით და შედის კანადის არქტიკული არქიპელაგის შემადგენლობაში, ამ კუნძულზე უახლოესი დაკავშირება ხდება დასახლებული პუქნტ პონ-ინლეტიდა.

ეს კუნძული მთიან ზოლში მდებარეობს, აქ არის ბიან-მარტინის მთები, რომელიც უერთდება ბაფინის მთებს, ეს მთათა სისტემა ეკუთვნის არქტიკულ კორდილიელებს. კუნძულის უმაღლესი წერილია მთა ანგილაქი (1 951 მ). ბაილოტი მცირე სიგრძის სრუტეებითაა გამოყოფილი, ჩრდილოეთის და სამხრეთის კუნძულებს. აქ საკმაოდ ბევრი პოლარული დათვი სახლობს, ამ კუნძულის სიახლოვეს ზღვაში ცხოვრობს გრენლანდიური ვეშაპი, ბაილოტიზე ცხოვრობს გრენლანდიური სელაპი.