ბაიკალის სელაპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაიკალის სელაპი
Baikal seal 200507 hakone japan.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
ოჯახი: ნამდვილი სელაპები
ლათინური სახელი
pusa sibirica

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ბაიკალის სელაპი, ნერპა (ლათ. pusa sibirica) — სელაპის სახეობა; ბაიკალის ტბის ენდემური ფორმა, მესამეული ფაუნის რელიქტი. სხეულის საშუალო სიგრძე 165 სმ აღწევს, წონა 50-იდან 130 კგ-მდე. დედალი მამალთან შედარებით მეტს იწონის. 17−19 წლისას სრულდება ხაზობრივი ზრდა. ცოცხლობენ 55 წლამდე. წყნარ ვითარებაში მათი გადაადგილების სიჩქარე არ აღემატება 7−8 კმ/სთ-ს. მყარ სუბსტრატზე საკმაოდ ნელა გადაადგილდება. სხეულის ზედა ნაწილი მურა-ნაცრისფერია, გასდევს ვერცხლისფერი ფერები. სხეულის ქვედა ნაწილი შედარებით ღიაა. გავრცელებულია მხოლოდ ბაიკალის ტბაში, საიდანაც გადის ანგარასა და სელენგაში. უფრო მეტად ტბის ჩრდილოეთ და შუა ნაწილშია. ივნისში უშკანის კუნძულების სანაპიროსთან შესაძლებელია მათი დიდი რაოდენობით ხილვა. მზის ჩასვლისას მასობრივად გადააადგილდება კუნძულებისკენ. ზამთარში ყინულის ზედაპირზე არ ამოდის. ამჟამინდელი კლასიფიკაციით მიეკუთვნება ნამდვილი სელაპების ოჯახს. იკვებება თევზით (გოლომიანკა და სხვ.). 1 წლის განმავლობაში მოზრდილი ნერპა 1 ტ-მდე თევზს ჭამს. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლისას. მაკეობა გრძელდება 11 თვე. სარეწაო მნიშვნელობისაა. იყენებენ ბეწვს, ქონს, ხორცს. დაცულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]