ბათერსტის კუნძული (კანადა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძულ ბატერსკის სატელიტური ფოტო.

ბათერსტის კუნძული — კუნძული კანადის ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის არქტიკულ არქიპელაგში. ეს კუნძული შედის კანადის ტერიტიის ნუნავუტის შემადგენლობაში. კუნძული მეკუთვნება დედოფალ ელისაბედის კუნძულების ჯგუფს. ბატერსკის ფართობი შეადგენს 16,042 კმ²-ს, კუნძულს მსოფლიოში 54-ე ხოლო კანადაში მეცამეტე ადგილი უკავია ფართობის მხრივ.

ეს კუნძული აღმოჩენილი იქნა უილიამ ედუარდ პერის მიერ 1819 წელს, მოგვიანებით აქ მოეწყო სხვა მეცნიერების ექსპედიციებიც. კუნძულზე არსებული მთები დიდი სიმაღლით არ გამოირჩევა, კუნძულის უმაღლესი მწვერვალია მთა სტოუკი, რომლის სიმაღლე შეადგენს 412 მეტრს. ბატერსკიზე ვრელდება არქტიკული კორდილიერები.