ბაზილ ბერნსტაინი
ბაზილ ბერნსტაინი (ინგლ. Basil Bernstein, დ. 1 ნოემბერი, 1924 — გ. 24 სექტემბერი, 2000), ბრიტანელი სოციოლოგი და ენათმეცნიერი. განსაკუთრებით ცნობილია თავისი ნამუშევრებით აღზრდის სოციოლოგიაში.
[რედაქტირება] „დეფიციტის თეორია“
ბერნსტაინის ნაშრომებში დაყენებულია ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით ბავშვების სოციალური მდგომარეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს: დაბალი ფენებიდან გამოსული მოსწავლეები სოციოკულტურულ და ამასთან ერთად ლინგვისტურ დეფიციტს განიცდიან, რაც საფუძვლად უდევს სწავლაში ჩამორჩენილობას. და პირიქით, უფრო მაღალი წრის ბავშვები, რომელთა ენობრივი რესურსები შედარებით ფართოა, უფრო მეტად ადაპტირებულნი არიან სოციალურ კონტექსტთან. აქედან გამომდინარე, ამ სოციალურ პოზიციებს შეესაბამება ლინგვისტური პროდუქციის ტიპები, რომლებიც იყოფა ერთის მხრივ „შეზღუდულ“, მეორეს მხრივ „დახვეწილ“ „სოციოლინგვისტურ კოდებად“ და ერთმანეთისგან განსხვავდება დისკურსიული აგებულების, სინტაქსისა და ლექსიკის პლანში, იმპლიციტურისა და ექსპლიციტურის დამაპირისპირებელი ძირითადი დიქოტომიის მიხედვით.
[რედაქტირება] ნაშრომები
- თეორიული კვლევები მეტყველების სოციოლოგიაში (1971)
- დამატებითი კვლევები მეტყველების სოციოლოგიაში (1973)
- სელექცია და კონტროლი (1974) ვალტერ ლანდისთან თანაავტორობით.
- აღმზრდელობითი ტრანსმისიის თეორიისკენ (1975)
- პედაგოგიური დისკურსის აგებულება (1990)
- სოციალური კლასი, მეტყველება და კომუნიკაცია დოროთი ჰენდელსონთან თანაავტორობით.
- პედაგოგიკა, სიმბოლური კონტროლი და იდენტობა (1996 / 2000 მეორე გამოცემა)