ბაზალტური ფენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაზალტური ფენადედამიწის ქერქის ყველაზე ქვედა ფენა. ქვემოდან ისაზღვრება მოხოროვიჩიჩის ზედაპირით. კონტინენტებზე ბაზალტურ ფენას ზემოდან გრანიტული ფენა მოსდევს, ოკეანეებში-ოკეანური ნალექები; ფიქრობენ, რომ ოკეანურ ზურგობებზე იგი უშუალოდ ოკეანის ფსკერსა ქმნის. ბაზალტურ ფენაში სეისმური გრძივი ტალღების გავრცელების სიჩქარე ბაზალტისათვის ექსპერიმენტულად მიღებულ სიჩქარეებს შეესაბამება. სავარაუდოა, რომ ბაზალტური ფენა აგებულია არა მარტო ბაზალტებით, არამედ ამფიბოლიტებით, გაბროებით და სხვა ფუძე ქანებით. გრანიტული ფენისაგან განსხვავებით ბაზალტური ფენა უწყვეტად გრძელდება როგორც კონტინენტების, ისე ოკეანეების ქვეშაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]