ბად-ფესლაუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ბად-ფესლაუ
Bad Vöslau
|
ბად-ფესლაუ (გერმ. Bad Vöslau) — საკურორტო ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში. ცნობილია როგორც ავსტრიული შავი ღვინის აკვანი. 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 11 309 ადამიანს შეადგენს. მდებარეობს ვენიდან 35 კმ-ით სამხრეთით.
ისტორია [რედაქტირება]
1770 წელს, ქალაქის გარშემო გაშენებული იყო ვენახები, იწარმოებოდა დიდი რაოდენობით შავი ღვინო. ბად-ფესლაუს შავი და შუშხუნა ღვინოები რობერტ შლუმბერგერის წყალობით მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი.
1954 წელს ბად-ფესლაუ ქალაქი გახდა და დაიბადა ბრენდი "Vöslauer Stadtsiegel".
1867 წლის 26 აგვისტოს, ბად-ფესლაუში ხელი მოეწრეა ფესლაუ ხელშეკრულებას საბერძნეთის სამეფოსა და სერბეთის პრინციპატს შორის.