ბადრი მაისურაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბადრი მაისურაძე. ოტელო, ტალინი, ესტონეთი, 2005

ბადრი მაისურაძე (დ. 13 ნოემბერი 1966, თბილისი) — ქართველი დრამატული ტენორი და მსახიობი. მოღვაწეობს რუსეთში, მოსკოვის დიდ თეატრში. თანამშრომლობს ევროპის ცნობილ საოპერო დასებთან: Deutche Opera (ბერლინი), Real Opera (მადრიდი), San Carlo (ნეაპოლი). ცნობილია მისი როლები ოპერებში აიდა (რადამესი, დებიუტი 1996), მაზეპა (დებიუტი 1999, ლა სკალა), ტოსკა (კავარადისის პარტია, 2000, ვენის შტაატსოპერა), ოტელო (2003)[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბადრი მაისურაძე თბილისში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. რვა წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ლ. რობიტაშვილის საბავშვო ოპერის „პატარა იას დაბადების დღე“ სტუდიურ ჩაწერაში. გახდა საბჭოთა მასშტაბით ჩატარებული ორი საბავშვო კონკურსის გამარჯვებული. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, რის შემდეგაც რამდენიმე ქართულ ფილმში მიიღო მონაწილეობა: ნეილონის ნაძვის ხე, ახალი წელი, პირველი სიყვარული.

„სამ გროშიან ოპერაში“ მონაწილეობისას იგი აღმოაჩინა ქართველმა ტენორმა ზურაბ ანჯაფარიძემ. მისი რჩევით ბადრიმ პროფესიული მუსიკალური განათლება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო, კონსერვატორიის დასრულების შემდეგ კი ზურაბ სოტკილავას ხელმძღვანელობით სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში გაიარა.

ბადრი მაისურაძის დებიუტი შედგა 1980 წელს, ოთარ თაქთაქიშვილის „მედეაში“. პაატა ბურჭულაძის შუამავლობით მისით დაინტერესდა რამდენიმე უცხოელი იმპრესარიო. პროფესიონალური კარიერა 1993 წელს დაიწყო, რასაც საერთაშორისო კონკურსებზე არაერთი გამარჯვება მოჰყვა (1994 წელს, შვედეთი, ესპანეთი). დიდ წარმატებას მიაღწია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში, ირლანდიაში, სამხრეთ აფრიკაში[1].

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]