გივი ბადრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბადრიშვილი, გივი)

გივი ბადრიშვილი (დ. 12 სექტემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1986), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1992). გიორგი ბადრიშვილის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის, მეხილეობისა და მებოსტნეობის ფაკულტეტი. 1968-1973 სოფ. სკრის მეხოლეობის საცდელი სადგურის დირექტორი. 1976-1982 საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1982-1988 სოფ. გალავნის ექსპერიმენტული მევენახეობა-მებაღეობის მეურნეობის, ხოლო 1989-1991 სოფ. წინამძღვრიანთკარის ი. წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი. 1992-იდან საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგეა. ბადრიშვილმა დაამუშავა ხეხილის ნერგის წარმოების ინტენსიური ტექნოლოგია, რომელიც გამოირჩევა ორიგინალურობით და გულისხმობს ღია გრუნტში ხეხილის ნამყენი ნერგის გამოყვანას. ავტორია გამოგონებისა და მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორის საპატიო წოდება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]