ბადეფრთიანები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბადეფრთიანები
Euroleon nostras
Euroleon nostras
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ბადეფრთიანები
ლათინური სახელი
Neuroptera
დაცვის სტატუსი

ბადეფრთიანები (Neuroptera), მტაცებელი მწერების რიგი. აერთიანებს 3500-მდე სახეობას. აქვთ გამჭირვალე, ბადისებრ დაძარღვული 4 ფრთა. ფრთების შლილი 2-120 მმ-მდეა. ზრდასრულ მწერს მღრღნელი პირის აპარატი აქვს, მატლს — მჩხვლეტავ-მწუწნავი. ბადეფრთიანებისთვის დამახასიათბელია სრული გარდაქმნა. ზრდასრული ფორმები ბინადრობენ ხმელეთზე, მატლები — ზოგჯერ წყალშიც გვხვდება (ამ შემთხვევაში უვითარდებათ ტრაქეული ლაყუჩები). მატლები მსხვერპლის საფარველს მჭრელი მანდიბულებით ჩხვლეტენ და ჭრილობაში უშვებენ საჭმლის მომნელებელ წვენებს, შემდეგ კი გათხიერებულ საკვებს წოვენ. საკვების გადამუშავებულ ნარჩენს მატლი ვერ გამოყოფს, რადგან მის შუა და უკანა ნაწლავებს შორის ყრუ ტიხარი ვითარდება. როდესაც ჭუპრი ზრდასრულ მწერად გარდაიქმნება, ეს ტიხარი ქრება და საკვების ნარჩენები გარეთ გამოიყოფა. ბადეფრთიანები ფართოდაა გავრცელებული. ბადეფრთიანების ოჯახებიდან საქართველოში გვხვდება Muzmeleonidae, Ascalaphidae, chrysopidae, Mantispidae, რომელთა სახეობებიდან ზოგს დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურენეობისათვის. მაგ., ოქროთვალა ანადგურებს სუბტროპიკული კულტურების მავნებელ კოქციდებს და აგრეთვე ბუგრებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 135, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე