ედიშერ ბაგრატიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი, ედიშერ)

ედიშერ ადამის ძე ბაგრატიონი (ბაგრატიონ-დავითიშვილი; დ. 22 ივნისი, 1928, თბილისი — გ. 2005) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1983).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ამავე წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში "საქქალაქმშენსახპროექტში". 1969-იდან სახმშენის მთავარი სპეციალისტი, 1975-1985 საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის განყოფილების უფროსი, 1985-1989 ქალაქთმშენებლობის განყოფილების უფროსი იყო. 1989-იდან არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ქალაქთმშენებლობის სამმართველოს უფროსი, ერთდროულად (1957-1975) ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობა. ძირითადად მუშაობს ქალაქთგეგმარების დარგში. ავტორია ქალაქების გურჯაანის (1954), ზესტაფონის (1955), სოხუმის (1958), მცხეთის (1956; 1972), ქალაქკურორტების - გაგრის (1959; 1976), ბორჯომის (1957; 1970; 1989) და სხვათა გენერალური გეგმებისა, აგრეთვე მრავალი დასახლებული პუნქტის დეტალური დაგეგმარების პროექტისა (ყველა - ავტორთა ჯგუფთან ერთად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კინწურაშვილი ს., მაისურაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 319, თბ., 1997