ბაბირუსა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბაბირუსა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Babyrousa babyrussa | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ბაბირუსა (Babyrousa babyrussa) — ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 100 სმ-მდე აღწევს, სიმაღლე - 80 სმ-მდე. ტახს გრძელი და უკან გადაგრეხილი ეშვები აქვს, ნეზვს - მოკლე. გვხვდება სულავესისა (ინდონეზია) და ზოგიერთ მიმდებარე კუნძულზე. ბაბირუსები კოლტებად ცხოვრობენ ჭაობიან ტყეებსა და სანაპირო ჯაგნარში. მეღამური ცხოველია. იკვებება სხვადასხვაგვარი მცენარეებითა და ცხოველებით. მაკეობა 4 თვე გრძელდება. ყრის 1-3 გოჭს. ბაბირუსზე ნადირობს ადგილობრივი მოსახლეობ.
ხორცისა და ტყავის გარდა იყენებენ ეშვებსაც (სხვადასხვა ნაკეთობებისავის).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 123, თბ., 1977 წელი.