ბაბილონის დაკიდული ბაღები
ვიკიპედიიდან
ბაბილონის დაკიდული ბაღები არის ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული შენობა, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქე მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა. დაკიდულმა ბაღებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დადოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. მე-9 საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა მე-6 საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
| მსოფლიოს შვიდი საოცრება |
| ხეოფსის პირამიდა | ბაბილონის დაკიდული ბაღები | ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში | ეფესოს ტაძარი | ჰალიკარნასის მავზოლეუმი | როდოსის კოლოსი | ალექსანდრიის შუქურა |