ბაბექი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაბექის სტატუა ნახჭევანი, აზერბაიჯანი.

ბაბექი, ფაფაქი (ნამდვილი სახელი ჰასანი) (დ. დაახლოებით 789-800 — გ. იანვარი, 838), სახალხო აჯანყების ბელადი აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში დაახლოებით 816-837 წლებში (ბაბექის აჯანყება).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ბილალაბადში (ირანის აზერბაიჯანი), წვრილი ვაჭრის ოჯახში. ბავშვობაში მწყემსობდა, მეაქლემედ დაჰყვებოდა ქარავნებს, თავრისში ხელოსნის შეგირდი იყო. მონაწილეობდა ხურამიტების მოძრაობაში. 816 წელს სათავეში ჩაუდგა ანტიარაბულ აჯანყებას. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ალბანელმა ფეოდალებმა ბაბექი არაბებს გადასცეს, რომლებმაც ხალიფის თანდასწრებით სიკვდილით დასაჯეს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • История Азербайджана, Баку, 1958, с. 117-125;
  • Томара М., Бабек, М., 1936;
  • Ямпольский З. И., Восстание Бабека, Баку, 1941;
  • ქსე, ტ. 2, გვ. 118, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე