ბაბა იაგა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაბა იაგა

ბაბა იაგა - სლავური ფოლკლორის პერსონაჟი, ბებერი, ქალი მაგიური ძალით. სხვადასხვა სლავურ ენაზე ბაბა იაგა ცნობილია სახელებით: Baba Jaga (პოლონურად, სლოვაკურად, ჩეხურად), Jaga Baba (სლოვენურად), Баба Рога (მაკედონურად და სერბულად), Бáба-Ягá (რუსულად), Баба Яга (ბულგარულად), Баба Яґа (უკრაინულად), Baba Roga (ხორვატულად და ბოსნიურად)

სიტყვა ბაბა უმრავლეს სლავურ ენაზე ნიშნავს ბებერ ქალს ან უბრალოდ გათხოვილ ქალს. სიტყვა იაგას ერთმნიშვნელოვანი ეტიმოლოგია არ არის ცნობილი.

[რედაქტირება] ზოგადი აღწერა

სლავურ ზღაპრებში ბაბა იაგა არის ბებერი, მახინჯი ქალი. გადაადგილდება მფრინავი ცოცხის საშუალებით. ცხოვრობს ქათმისფეხებიან ქოხში. ქოხში მასთან ერთად ხანდახან სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ მაგალითად სულები ან მრჩეველი კატა.

ბაბა იაგა ხშირად უარყოფითი პერსონაჟია. თუმცა ხანდახან მთავარი გმირებისთვის მიმთითებლის როლიც აკისრია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე