აჰმედ თოგუდანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჰმედ თოგუდანი
მონღ. Ахмед Тэкүдэр
Tegüder et Shams al-Dîn Djuvaynî.jpeg
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-3 ილხანი
მმართ. დასაწყისი: 1282
მმართ. დასასრული: 1284
წინამორბედი: აბაღა-ხანი
მემკვიდრე: არღუნ-ხანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1247
გარდ. თარიღი: 10 აგვისტო, 1284
მეუღლე: დოქუზ-ხათუნი, ირმანი-ხათუნი, ილ-ხათუნი, თუდაკუ-ხათუნი, თუდაი-ხათუნი, ბაითეგინი
შვილები: კაბლანჩი
არსლანჩი
ნოკაჩირი
დინასტია: ჰულაგუიანები
მამა: ჰულაგუ-ხანი
დედა: ქუთუი-ხათუნი
რელიგია: ისლამი

აჰმედ თოგუდანი (მონღ. Ахмед Тэкүдэр; დ. დაახლ. 1247 — გ. 10 აგვისტო, 1284) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მესამე ილხანი (1282-1284 წწ.). ჰულაგუს მეშვიდე შვილი, აბაღა-ხანის ძმა.

ახალგაზრდობაში მონათლეს და უწოდეს ნიკოლოზი, ტახტზე ასვლის შემდეგ, ილხანებს შორის პირველმა მიიღო ისლამი. გავრცელებული ინფორმაციით, აჰმედ თოგუდანმა ეკლესიები და წარმართული ტაძრები მეჩეთებად გადააკეთა, ხოლო სირიელი ისტორიკოსისა და ენციკლოპედისტის, ბარჰებრაიას ცნობით, იყო ტოლერანტი მმართველი ყველა სარწმუნოების და განსაკუთრებით ქრისტიანობის მიმართ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]