არტემ ახნაზაროვი

ვიკიპედიიდან

(გადამისამართდა გვერდიდან ახნაზაროვი, არტემ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი (დ. 1 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1866, თბილისი ― გ. 28 მარტი, 1942, იქვე), ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

პირველი მოთხრობა "კაკაბაძე" გამოაქვეყნა 1885 ჟურნალ "ნობათში". ამ დროიდან მოყოლებული ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, ლექსები, სცენები, ფელეტონები "ორანის", "ჩიორას", "მანოელიძის", "ალფას", "დუშიკოს" და სხვა ფსევდონიმებით. 1896-1902 წლებში თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის "ივერიაში". თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ჯერომ კ. ჯერომის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანისა და სხვათა ნაწარმოებები.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გაგოშიძე შ., არტემ ახნაზაროვი, თბ., 1971;
  • იმედაშვილი გ., ქსე, ტ. 2, გვ. 108, თბ., 1977
  • იმედაშვილი გ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 304, 1997
პირადი ხელსაწყოები