ახმეტის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახმეტის ციხე — ციხე ახმეტის უტოს უბნის სამხრეთით ჯაგნარით დაფარულ ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ციხე შედგება სწორკუთხა გალავნისა (13 X11,5 მ) და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ჩადგმული კოშკისგან. ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. გალავნისგან შემორჩენილია აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კედლები და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილი (სიმ. 1,5-1,8 მ). ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო-თითო პატარა სწორკუთხა ნიშია.

კოშკი გეგმით კვადრატულია (5,5 X 5,5 მ), შემორჩენილია სართულნახევრის სიმაღლეზე. პირველი, თითქმის მთლიანად მიწით ამოვსებული სართულის კედლები ყრუა. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია საკოჭე ბუდეები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]