ახმეტელის თეატრი (მეტროსადგური)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახმეტელის თეატრი
ახმეტელი-ვარკეთილის ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი
Metro akhmeteli.jpg
გახსნის თარიღი 7 იანვარი, 1989
ძველი სახელები გლდანი
ბაქნების რაოდენობა 2
ბაქნის სიგრძე, მ 103
არქიტექტორები გ. რაზმაძე
ს.ჩოლოყაშვილი
მშენებელი კომპანია საქტრანსპროექტი
ქალაქში გასასვლელი 1

„ახმეტელის თეატრი“ (ყოფილი სახელწოდება „გლდანი“) — თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერება. ხაზის შემდეგი სადგურია „სარაჯიშვილი“. მდებარეობს გლდანის დასახლებაში. იგი 1989 წელის 7 იანვარს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები გ. რაზმაზე და ს. ჩოლოყაშვილი. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.

სადგური, რომელიც მარმარილოთი და გრანიტითაა მოპირკეთებული, 2007 წელს განახლდა. 14 დეკემბერს დასრულებული სამუშაოების დროს, ცვლილება შეეხო, როგორც შესასვლელის, ისე დახრილი გვირაბისა და მოსაცდელი ვესტიბულის დიზაინს; დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები და განახლდა განათების სისტემა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]