ახმატოვას ობლები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახმატოვას ობლები (რუს. Ахматовские сироты) — ორმოცდაათიანი წლების ბოლოსა და სამოციანების დასაწყისის ოთხი პოეტი ანა ახმატოვას უახლოესი წრიდან: იოსიფ ბროდსკი, დმიტრი ბობიშევი, ანატოლი ჰაიმანი და ევგენი რეინი. ახმატოვა დიდად აფასებდა მათ შემოქმედებას. ბროდსკისა და ჰაიმანის თქმით, ახმატოვა მათთვის არა მხოლოდ ლიტერატურული ავტორიტეტი, არამედ სულიერი მოძღვარი და მაგალითი იყო.

სახელი წარმოიშვა დმიტრი ბობიშევის ლექსიდან "ოთხივე", რომელიც ანა ახმატოვას ხსოვნას ეძღვნებოდა:

И, на кладбищенском кресте гвоздима
душа прозрела: в череду утрат
заходят Ося, Толя, Женя, Дима
ахматовскими сиротами в ряд.

თარგი:პოეზიის სკოლები