ახალი გალერეა (ნიუ-იორკი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი გალერეის მიმდინარე ბინა მეხუთე ავენიუზე

ახალი გალერეა (გერმ. Die Neue Galerie) — XX საუკუნის გერმანული და ავსტრიული ხელოვნების მუზეუმი მანჰეტენის ე.წ. "მუზეუმების მილზე", ნიუ-იორკი, 86-ე ქუჩისა და მეხუთე ავენიუს კუთხეში.

მუზეუმი 1968 წელს დააარსა ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე სერჟ საბარსკიმ და მისმა ახლო მეგობარმა საქმოსანმა და ფილანტროპმა რონალდ ლაუდერმა. მუზეუმს "სერჟ საბარსკის გალერეა" დაარქვეს და თავდაპირველად ის #987 მედისონ ავენიუზე მდებარეობდა. 1994 წელს მათ შეისყიდეს შენობა, სადაც მუზეუმი ამჟამად მდებარეობს.

ახალი გალერეის კოლექცია ორ ნაწილად არის გაყოფილი. შენობის პირველი სართული ეთმობა XX საუკუნის დასაწყისის ავსტრიულ ხელოვნებას და მოიცავს გუსტავ კლიმტის, ეგონ შილეს, ოსკარ კოკოშკის ნამუშევრებს. მეორე სართულზე გერმანული ექსპრესიონიზმის ნიმუშებია: პაულ კლეეს, ერნსტ ლუდვიგ კირხნერის, ოტო დიკსის, ჟორჟ გროსის, ლიონელ ფეინინგერის, ვასილი კანდინსკის ნამუშევრები.

2006 წელს ბ-ნა ლაუდერმა ახალი გალერეისთვის $135 მილიონად შეიძინა გუსტავ კლიმტის ტილო "ადელ ბლოხ ბაუერის პორტრეტი I". იმავე წლის ნოემბერში მან $38,1 მილიონად ერნსტ ლუდვიგ კირხნერის "ბერლინის ქუჩის სცენა" შეიძინა.