ახალი ავსტრალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ ლეინის ძმის მიერ დახატული პარაგვაის რუკა
ახალი ავსტრალიის დასახლება პარაგვაიში

ახალი ავსტრალია იყო უტოპისტი სოციალისტების დასახლება პარაგვაიში, რომელიც ავსტრალიელმა ახალი ავსტრალიის მოძრაობამ დააარსა. კოლონია ოფიციალურად 1893 წლის 28 სექტემბერს დაარსდა სახელით კოლონია ნუევა აუსტრალია (Colonia Nueva Australia) და შედგებოდა 238 მოზრდილისა და ბავშვისგან.[1]

ახალი ავსტრალიის კოოპერატიული სამოსახლო ასოციაცია, რომელიც ცნობილია მოკლე სახელით „ახალი ავსტრალიის მოძრაობა“ 1892 წელს უილიამ ლეინმა დააარსა. ლეინი ავსტრალიის მუშათა მოძრაობის წამყვანი ფიგურა იყო და მან 1890 წელს ავსტრალიის მშრომელთა პირველი გაზეთი — Queensland Worker-ი დააფუძნა. ავსტრალიის მუშათა მოძრაობის გაყოფის შედეგად წევრთა გარკვეული ნაწილი ავსტრალიის ლეიბორისტულ პარტიაში გადავიდა, რამაც ლეინს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სოციალისტურ-უტოპიური მოძრაობის შექმნისკენ უბიძგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cosme and New Australia colonies. National Library of Australia. ციტირების თარიღი: 2006-07-27.