ახალზელანდიური დოლარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალზელანდიური დოლარი
New Zealand Dollar
100 ახალზელანდიური დოლარი 2 ახალზელანდიური დოლარი
100 ახალზელანდიური დოლარი 2 ახალზელანდიური დოლარი
კოდი ISO 4217 NZD
ქვეყანა ახალი ზელანდია
ოფიციალური
მომხმარებლები
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
შედგება 100 ცენტი
სიმბოლო $
მონეტები 10c, 20c, 50c, $1, $2
ბანკნოტები $5, $10, $20, $50, $100
ცენტრალური ბანკი ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკი
გაცვლითი კურსი
( 28 სექტემბერი 2011 თვის)
1 USD = 1.26 NZD
1 EUR = 1.72 NZD
1 GBP = 1.98 NZD

ახალზელანდიური დოლარი (ISO 4217 NZD) — ფულის ერთეული, რომელიც მიმოქცევაშია შემდეგ ქვეყნებში:

ვალუტის ოფიციალური აბრევიატურა — NZ$. 1 NZ$ შედგება 100 ცენტისგან.

ისტორია[რედაქტირება]

ახალზელანდიურ დოლარამდე, ახალ ზელანდიაში ფულის ერთეული იყო ფუნტი, რომელიც 1933 წლიდან განსხვავდებოდა ფუნტი სტერლინგისგან. 1963 წელს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ახალ ზელანდიური ვალუტის ათობით ფულად სისტემაზე გადასვლაზე. კანონი ათობითი ფულადი სისტემის შესახებ მიღებული იქნა 1964 წელს და ათობით ფულად სისტემაზე გადასვლის თარიღად დადგინდა 1967 წლის 10 ივლისი, სიტყვა დოლარს იმ დროისთვის ყველა უკავშირებდა ამერიკულ დოლარს, ამიტომ შეთავაზებული იქნა სიტყვა კივი, რადგან თავიდან აეცილებინათ მისი ამერიკულ დოლართან გაიგივება. ბოლოს მაინც დოლარი შეირჩა ვალუტის სახელად.

1967 წლის 10 ივლისს ახალზელანდიური დოლარი შევიდა მიმოქცევაში და მან შეცვალა ფუნტი. დაახლოებით 27 მილიონი ახალი ბანკნოტი იქნა დაბეჭდილი და 165 მილიონი მონეტა იქნა მოჭრილი ახალ ვალუტაზე გადასვლისთვის.

მონეტები[რედაქტირება]

ახალზელანდიური დოლარი 50 ცენტი.jpg 50 ცენტი

ახალზელანდიური დოლარი 20 ცენტი.jpg 20 ცენტი

ახალზელანდიური დოლარი 10 ცენტი.jpg 10 ცენტი

ახალზელანდიური დოლარი 5 ცენტი.jpg 5 ცენტი

2 ახალზელანდიური დოლარი.jpg 2 ახალზელანდიური დოლარი

1 ახალზელანდიური დოლარი.jpg 1 ახალზელანდიური დოლარია

ბანკნოტები[რედაქტირება]

1967 წელს მიმოქცევაში ჩაშვებული იქნა ბანკნოტები ნომინალით 1, 2, 5, 10, 20 და 100 ახალზელნდიური დოლარი. ახალზელანდიური დოლარის ავერსზე გამოსახული იყო დედოფლების პორტრეტი, ხოლო რევერსზე ადგილობრივი ჩიტები და მცენარეები. 1983 წელს დაემატა ახალი ბანკნოტი ნომინალით 50 ახალზელნდიური დოლარი. 1991 წელს ბანკნოტები ნომინალით $ 1 და $ 2 შეიცვალა მონეტებით.

ბანკნოტების ახალი სერია მიმოქცევაში შევიდა 1992 წელს. ბანკნოტის ავერსზე გამოსახული იყო გამოჩენილი ადამიანები ახალ ზელანდიაში, ხოლო რევერსზე ადგილობრივი ჩიტები და მცენარეები. 1999 წელს პოლიმერულმა ბანკნოტებმა შეცვალეს ქაღალდის ფული. ბანკნოტების დიზაინი დარჩა თითქმის იგივე, დაემატა ახალი უსაფრთხოების მახასიათებლები, ყველაზე აშკარა ცვლილება არის ორი გამჭვირვალე ფანჯარა.

1999 წლის სერია.
გამოსახულება ნომინალი აღწერა
ავერსი რევერსი ავერსი რევერსი
5 ახალზელანდიური დოლარი ავერსი.jpg 5 ახალზელანდიური დოლარი რევერსი.jpg
5
ედმუნდ ჰილარი ახალზელანდიელი საზოგადო მოღვაწე
პინგვინი
10 ახალზელანდიური დოლარი ავერსი.jpg 10 ახალზელანდიური დოლარი რევერსი.jpg
10
ქეით შეპარდი.
ლურჯი იხვი.
20 ახალზელანდიური დოლარი ავერსი.jpg 20 nz dollars reverse.jpg
20
ელისაბედ II
ახალზელანდიური შევარდენი
50 ახალზელანდიური დოლარი ავერსი.jpg 50 nz dollars reverse.jpg
50
აპირანა ნგატა ახალზელანდიელი პოლიტიკოსი და იურისტი
კოკაკო
100 ახალზელანდიური დოლარი ავერსი.jpg 100 ახალზელანდიური დოლარი რევერსი.jpg
100
ერნესტ რეზერფორდი
ყვითელთავა ღაბუა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]