აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან აჭარის დროშა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი დროშა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა 2000-2004
აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი დროშა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროიდან. 1921-1950 წლებში მოქმედებდა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა. იგივე დროშა მოქმედებდა 1978-1991.

2000-2004 წლებში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მოქმედებდა დროშა ლუჯი ფონითა და 7 ვარსკვლავით. ლურჯი ფონი განასახიერებდა შავ ზღვას, ხოლო 7 ვარსკვალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულებს: 2 ქალაქსა (ბათუმი, ქობულეთი) და 5 მუნიციპალიტეტს (ქედის მუნიციპალიტეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ხულოს მუნიციპალიტეტი).

ამჟამად მოქმედებს დროშა, რომელიც წარმოადგენს შვიდ მუქ ლურჯ და თეთრ წრფეს კუთხეში ჩასმული საქართველოს დროშით. მუქი ლურჯი წრფეები გამოსახავენ შავ ზღვას, ხოლო თეთრი წრფეები - სისუფთავეს. დროშა დამტკიცებულია 2004 წლის 20 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე