აწყურის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აწყური.
აწყურის ციხე

აწყურის ციხის ხედი
ლაშა ხაჩიძის ფოტო
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი რესტავრირებული
აწყურის ციხე — საქართველო
აწყურის ციხე
აწყურის ციხე ვიკისაწყობში

აწყურის ციხე — ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კილომეტრში. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში.

აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.

აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა.

აწყურის ციხეს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

2009 წლის 19 აგვისტოს ციხე ჩამოინგრა და 2013 წელს მასზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა[2]. აწყურის ციხე კვლავ დანგრევის პირასაა[3].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9399

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]