აჩეჰი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჩეჰი
Aceh
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სტატუსი პროვინცია
ადმინისტრაციული ცენტრი ბანდა-აჩეჰი
მეთაური გუბერნატორი
მოსახლეობა (2010) 4 494 410[1] კაცი
სიმჭიდროვე 77 კაცი/კმ²
ფართობი 58 375,83 კმ²
აჩეჰი რუკაზე
დროის სარტყელი +7
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Aceh

აჩეჰი (ინდო. Aceh) — სპეციალური რეგიონი ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ინდოეთის კუთვნილ ანდამანისა და ნიკობარის კუნძულების სიახლოვეს, რომლებისგანაც ანდამანის ზღვა ჰყოფს. აჩეჰის პროვინციაში ინდონეზიის მასშტაბით ყველაზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს, რომლებიც შარიათის კანონებით ცხოვრობენ.[2]

მიჩნეულია, რომ ინდონეზიაში ისლამის გავრცელება აჩეჰიდან დაიწყო, ამავე დროს ის მთლიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ისლამის გავრცელების ერთ–ერთი უმნიშნელოვანესი ნაწილი იყო. XVII საუკუნის დასაწყისში აჩეჰის სასულთნო ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი სახელმწიფო იყო მალაკის სრუტის რეგიონში. აჩეჰი დიდ წინააღმდეგობას უწევდა რეგიონში მოსულ კოლონისტებს, მათ შორის ჰოლანდიელებს. მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ნავთობითა და გაზით. ზოგიერთი გამოთვლებით, აჩეჰის გაზის რეზერვები უდიდესია მსოფლიოში. სხვა დანარჩენ ინდონეზიასთან შედარებით, რელიგიურად კონსერვატორულია.[3]

აჩეჰის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობა[რედაქტირება]

დამოუკიდებელი აჩეჰის მოძრაობის ქალი მებრძოლები

1970 წელს, ინდონეზიის ცენტრალური მთავრობის ნებართვით ამერიკულმა კომპანიებმა დაიწყეს აჩეჰის ბუნებრივი რესურსების მოპოვება. შემოსავლის უსამართლო განაწილებამ ადგილობრივ მოსახლეობასა და ცენტრალურ მთავრობას შორის, დარ ალ-ისლამის (მსოფლიოს დაყოფა მუსლიმანურ რეგიონებად) ინდონეზიაში წარმომადგენელი ჰასან დი ტირო დაარწმუნა აჩეჰის დამოუკიდებლობის აუცილებლობაშ. მან აჩეჰის დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1976 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აჩეჰი&oldid=2663422“-დან