დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია (აშშ)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან აშშ-ის დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია)
დემოკრატიულ–რესპუბლიკური პარტია (ინგლ. Democratic-Republican Party) – აშშ-ის პოლიტიკური პარტია. დაარსდა დაახლოებით 1792 წელს ტომას ჯეფერსონის და ჯეიმზ მედისონის მიერ და 1800-1824 წლებში აშშ-ის დომინანტი პარტია იყო. დემკრატ-რესპუბლიკელები ფედერალისტური პარტიის ფისკალური და საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგეები იყვნენ. პარტია 1824 წელს რამდენიმე ფრაქციად დაიშალა. ერთი მათგანი, რომელსაც ენდრუ ჯექსონი ხელმძღვანელობდა, თანამედროვე დემოკრატიული პარტიის საფუძველი გახდა, ხოლო მეორე, რომელსაც ჯონ კუინსი ადამსი და ჰენრი კლეი მეთაურობდნენ ნაციონალ-რესპუბლიკური პარტიად ჩამოყალიბდა.
[რედაქტირება] აშშ-ის პრეზიდენტები დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიიდან
- ტომას ჯეფერსონი (1801–1809)
- ჯეიმზ მედისონი (1809–1817)
- ჯეიმზ მონრო (1817–1825)
- ჯონ კუინსი ადამსი (1825–1829)