შოთა აღსაბაძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან აღსაბაძე, შოთა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოთა რევაზის ძე აღსაბაძე (დ. 10 დეკემბერი/22 დეკემბერი, 1896, თბილისი ― გ. 6 ივლისი, 1966, იქვე) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1965).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისში ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში, 1923 წლიდან კი მოსკოვში ვ. მჭედლიშვილის ქართული დრამატულ სტუდიაში. 1927-1928 წლებში მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრებში, 1928-1939 წლებში რუსთაველის თეატრში, 1928-1947 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დადგმული აქვს სპექტაკლები: რუსთავებლის სახელობის თეატრში ― ვ. კირშონის „ლიანდაგი გუგუნებს“ (1928), ა. კორნეივუკის „პლატონ კრეჩეტი“ (1935), უ. შექსპირის „ოტელო“ (1937), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ― ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1937), ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი (ბაქო) ― რ. გლიერის „შაჰსენემი“ (1936), ლენინგრადის მ. გორკის სახელობის დრამატულ თეატრში ― გ. მდივნის „ღირსება“ (1938).

ავტორია საოპერო ლიბრეტოებისა - „ლადო კეცხოველი“ (კომპოზიტორი გ. კილაძე) და „პატარა კახი“ (კომპოზიტორი ვ. გოკიელი).

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები