აღმოსავლეთი შელდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთი შელდა

აღმოსავლეთი შელდა (ნიდერლ. Oosterschelde) — მდინარე შელდის ყოფილი ესტუარი. ამჟამად არხი. მდებარეობს ნიდერლანდების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზელანდიის პროვინციაში. აერთიანებს თოლენსა (ჩრდილო-აღმოსავლეთით) და ნორდ-ბეველანდს (სამხრეთ-დასავლეთით) შორის მდებარე არხს, სხვაუვენს, დიუიველანდსა და ზიუიდ-ბეველანდს. რომის იმპერიის დროს აღმოსავლეთი შელდა იყო მდინარე შელდის მთავარი შესართავი. ტერიტორია ათვისებულია ბატებისა და სხვა გადამფრენი ფრინველების გამოსაზამთრებლად. აგრეთვე იჭერენ ორკარედიან ნიჟარებს, ხამანწკებსა და კრევეტებს. 1953 წლის ძლიერი წყალდიდობის შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღმოსავლეთი შელდის შემოზღვუდვასთან დაკავშირებით. 1967 წელს დაიწყეს 3 ხელოვნური კუნძულის აგება. მოგვიანებით აშენდა ოსტერსხელდეკერინგის კონსტურქცია (1976-1986), რის შედეგადაც მოხდა აღმოსავლეთი შელდის დაცვა შტორმული ტალღებისაგან. ოსტერსხელდეკერინგი — წყალდიდობის საწინააღმდეგო დამცავი კონსტრუქცია და შტორმული ტალღების ხელოვნური ბარიერია. შედგება 65 სვეტისაგან, თითოეული მათგანი 18 ათ. ტ. იწონის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]