აღმოსავლეთი სიერა-მადრე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლეთი სიერა-მადრე
Sierra Madre Oriental from plane.jpg
ხედი თვითმფრინავიდან ქალაქ მონტერეისთან
სიმაღლე

სერო სან რაფაელი (3700 მ)

მდებარეობა

მექსიკის დროშა მექსიკა

ქედი

კორდილიერები

აღმოსავლეთი სიერა-მადრე — მთები მექსიკაში, მექსიკის ზეგნის აღმოსავლეთ განაპირა ნაწილში. ქმნის პარალელური ქედების სისტემას. სიგრძე დაახლოებით 800 კმ. სიმაღლე 3700 მ. აგებულია მეზოზოური და მესამეული კირქვებითა და ქვიშაქვებით. მთების ჩრდილოეთი ნაწილი შემოსილია ქსეროფიტული ბუჩქნარებით. სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთ კალთებზე ნოტიო ტროპიკული და წიწვიანი ტყეებია, დასავლეთ კალთზებზე - ბუჩქნარი.

უმაღლესი მწვერვალია პენია-ნევადა (4054 მ.). აქვე მდებარეობს სერო-პოტოსი (3713 მ) და ელ-კოაუილონი (3460 მ). აღმოსავლეთის სიერა-მადრეს მექსიკის ზეგანი (საშუალო სიმაღლე 1100 მ) გამოყოფს დასავლეთ სიერა-მადრესაგან.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე