აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი — რუსეთი
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′34″ ჩ. გ. 37°36′26″ ა. გ. / 55.75944° ჩ. გ. 37.60722° ა. გ. / 55.75944; 37.60722
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735299000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (რუს. Храм Воскресения Словущего) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვის ისტორიულ ცენტრში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში პრესნენის რაიონში. ეკლესიის წინამძღვარია ნიკოლაი ბალაშოვი. ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელზე, სამხრეთის ეგვტერი - ელისე წინასწარმეტყველის, ხოლო ჩრდილოეთისა - ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის შესახებ პირველი წყაროები თარიღდება 1548 წლით. თავდაპირველი აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი წარმოდგენილია მოსკოვის პეტროვისეულ გეგმაზე, რომელიც შექმნილია 1596-1598 წლებში.

1629 წელს მოსკოვის დიდი ხანძრის დროს ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიწვა. მაგრამ მოსახლეობამ პრაქტიკულად ფერფლიდან აღადგინა ტაძარი და ააგო ახლა უკვე ქვისაგან.

1620 წლიდან ეკლესიის მახლობლად მდებარეობს ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, რომელიც ააგეს მეფე მიხეილ I რომანოვისა და მისი მამის პატრიარქ ფილარეტის შეხვედრის საპატივცემულოდ, რომელიც დაბრუნდა პოლონელების ტყვეობიდან. 1636 წელს ანიშნული ტაძარი ქვის ნაგებობით შეცვალეს და იდგა XIX საუკუნის შუა წლებამდე. ტაძრის გაუქმების შემდეგ მისი საკურთხეველი გააიტანეს აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარში.

თითქმის ორი საუკუნე ტაძარი ცვლილებების გარეშე არსებობდა. 1816-1820 წლებში კი ეკლესიას მიაშენეს სატრაპეზო და სამრეკლო.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ტაძრის ფანჯრები გააფართოვეს რუსული სტილის მიხედვით. 1897 წელს არქიტექტორ ალექსანდრე მაისნერის პროექტის მიხედვით სამრეკლოს ზედა ნაწილი შეცვალეს ახლით, რომელსაც ფსევდოკლასიკური სახე მისცეს. აღნიშნული ცვლილების შემდეგ სამრეკლო ეკლესიაზე ბევრად დიდი გახდა. ამის შემდეგ შენობას უკვე თანამედროვე სახე აქვს.

1930-იან წლებში, უღმერთობის ეპოქაში, ტაძარი არ დახურულა (ახლოს მცხოვრები ცნობილი მსახიობების არაერთჯერადი თხოვნის წყალობით), მაგრამ სამრეკლო დაანგრიეს. 1963-1964, 1979 და 1982-1986 წლებში ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 2003 წლამდე, ეკლესიაში რეგულარულად ატარებდა მსახურებას ვოლოკოლამის ეპარქიის მიტროპოლიტი პიტირიმი (ნაჩაევი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]