აღდგომისა წამებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღდგომისა წამებულიშუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია. მდებარეობს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, გარეჯის მთის სერზე, დავითის ლავრასა და უდაბნოს მონასტერს შორის.

ეკლესია აგებულია ნატეხი ქვით. კამარა ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს. აფსიდი ჩაწერილია კვადრატში. ოთხივე ფასადზე თითო პატარა სარკმელი აქვს. ინტერიერში შემორჩენილია ფესკების ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]