აქტინიები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აქტინიები
Urticina piscivora 1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Actiniaria
დაცვის სტატუსი

აქტინიები (Actiniaria), ზღვის ანემონები, ზღვის ნაწლავღრუიანების რიგი მარჯნის პოლიპების კლასისა. აქტინიების უმრავლესობა ცალადია, იშვიათად - კოლონიური. მეტი ნაწილი სუბსტრატზეა მიმაგრებული, მაგრამ კუნთოვანი ლანჩით ადგილის მონაცვლებაც შეუძლია. აქვთ ცილინდრული სხეული, რომლის დიამეტრი რამდენიმე მმ-იდან 1,5 მ-მდე აღწევს. ჩვეულებრივ, ჭრელადაა შეფერილი. გავრცელებულია ფართოდ, უფრო მეტად ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში.

აქტინიები იკვებებიან პლანქტონური კიბოსნაირებით, მოლუსკების ლარვებითა და პატარა თევზებით. მსხვერპლს იჭერენ პირის ირგვლივი საცეცებით, რომლებიც აღჭურვილია მსუსხავი უჯრედებით. ამ უკანასკნელთა საშუალებით აქტინიები პატარა ცხოველებს ხოცავენ, ადამიანის კანს კი სუსხავენ. ზოგი აქტინიები სიმბიოზშია კიბო-განდეგილთან. ჩვეულებრივ სქესობრივად მრავლდებიან, ზოგი უსესქესოდ. ცნობილია ცოცხლადმშობი სახეობებიც.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 42, თბ., 1977

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე