აქსისი (ცხოველი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აქსისი (მრავალმნიშვნელოვანი).
აქსისი
აქსისი (ცხოველი)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
კლასი: ძუძუმწოვრები
ლათინური სახელი
Cervus axis

აქსისი (Cervus axis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 150 სმ-მდეა, სიმაღლე 100 სმ-მდე. იწონის 40 კგ-მდე. წითური ბალანი მრავალრიცხოვანი თეთრი ფორეჯებით აქვს მოხატული. ხარის რწების სიგრძე 100 სმ-მდეა. ფური ურქოა. გვხვდება ინდოეთსა და ცეილონში. ამჟამად აქსისთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, ზოგან სულ ამოწყვეტილია. ცხოვრობს ჯოგებად, იკვებება ბალახით, იშვიათად მერქნიანი მცენარეების ფოთლებითა და ნაყოფით. მაკეობა 7-8 თვე გრძელდება. შობს 1-2 ნუკრს.

ლიტერატურა[რედაქტირება]