აქლემისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აქლემისებრნი (Camelidae), მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი კორძფეხიანთა (Tylopoda) ქვერიგისა. აქვთ დიდი, ტლანქი სხეული (სიმაღლე მინდაოში 70-210 სმ), გრძელი კისერი, გაყოფილია ზედა ტუჩი, კიდურებზე ორ-ორი თითი, რომლებიც პატარა ჩლიქებით ბოლოვდება. აქლემისებრნთვის დამახასიათებელია ოვალური ერითროციტები, რაც გამონაკლისია ძუძუმწოვრებში. გავრცელებული არიან აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. ცნობილია ორი გვარი აქლემი და ლამა. ველურად გვხვდება ჰუანაკო, ვიკუნია და ორკუზიანი აქლემი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 2, გვ. 38, თბ., 1977
სტატიის