აფიქსი
აფიქსი — სიტყვის შემადგენელი ელემენტი(მორფემა), რომელიც დაერთვის ფუძეს და ცვლის სიტყვის გრამატიკულ ან ლექსიკურ მნიშვნელობას.[1]. აფიქსმა შეიძლება ახალი სიტყვა წარმოქმნას(შე-კეთება) ან მოახდინოს ფლექსია(მაგალითად ფანქრ-ებ-ი).
აფიქსი გაირჩევა მდებარეობის ადგილის და დანიშნულების მიხედვით. ადგილის მიხედვით პრეფიქსია(წინსართი) თუ მარტივ ფუძეს წინ უსწრებს(ვ-წერ); ინფიქსია , თუ მარტივი ფუძის შიგნით მოექცა(ძ-ვ-რა, ფუძე არის ძარ). სუფიქსია, თუ ძირის შემდგომ მოდის(წერ-ილ-ი -> წერ ძირია, ილ სუფიქსი ხოლო კიდურა ი სახელობითი ბრუნვის ნიშანი). დანიშნულების მიხედვით განსხვავდება: სინტაქსური ურთიერთობის მარეგულირებელი და ფუძის მნიშვნელობის შემცვლელი ანუ მაწარმოებელი აფიქსი. სინტაქსური ურთიერთობის მაჩვენებელია ბრუნვის(არსებით სახელებში), პირის(ზმნაში) და სხვა ნიშნები[2].
აფიქსი, როგორც სიტყვის ნაწილი, უპირისპირდება მარტივ ფუძეს ფუნქციის მიხედვით: ფუძეს მნიშვნელობა აქვს უაფიქსოდაც(კაც-, სახლ-, გზა- ...), აფიქსი კი ფუძეს საჭიროებს რომ თავისი დანიშნულება ცხადყოს[2].
აფიქსი, როგორც დამოუკიდებელ მნიშვნელობას მოკლებული ელემენტი, განსხვავდება ნაწილაკისაგან[2].
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 367, თბ., 1986 წელი.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 17, თბ., 1977 წელი.
სტატიის