აფეთ ინანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფეთ ინანი (თურქ. Afet İnan; დ. 29 ნოემბერი, 1908, თესალონიკი — გ. 8 ივნისი, 1985, ანკარა) — თურქი ისტორიკოსი და სოციოლოგი. მუსტაფა ქემალ ათათურქის შვილობილი.

აფეთ ინანი დაიბადა სალონიკში. ბალკანეთის ომების გამო გადასახლდნენ ადაფაზარში, შემდეგ კი ანკარაში. 1915 წელს დედა გარდაეცვალა. მამა დაქორწინდა. 1920 წელს დაასრულა დაწყებითი სკოლა. 1925 წელს დაასრულა გოგონათა პედაგოგიური კოლეგია და მუშაობა დაიწყო იზმირის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად. ამავე წელს იზმირში შეხვდა ათათურქს. 1925 წელს მუსტაფა ქემალმა გააგზავნა ლოზანაში, რათა შეესწავლა ფრანგული ენა. თურქეთში დაბრუნების შემდეგ 1927 წელს დაინიშნა ისტორიის მასწავლებლად. 1936-1938 წლებში სწავლობს ჟენევის უნივერსიტეტში. უმაღლესი განათლების დასრულების შემდეგ მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1950 წლიდან ანკარის უნივერსიტეტის ლექტორია.

გარდაიცვალა 1985 წელს ანკარაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]