აფანასევოს კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფანასევოს კულტურის გავრცელების არეალი.

აფანასევოს კულტურა — სამხრეთ ციმბირში, დღემდე აღმოჩენილ არქეოლოგიურ კულტურათა შორის უძველესი. მიეკუთვნება ენეოლითის ხანას, ძვ. წ. 3500-2500.[1] გავრცელებული იყო მინუსინსის ბასეინსა და ალთაის მთიანეთში.

აფანასევოს კულტურა ცნობილია მისი სასაფლაოებით. აღმოჩენილია დაახლოებით 10 დასახლება და 15 სასაფლაო.[1] ადამიანების ნარჩენები მიეკუთვნებიან კავკასიურ რასას.[1] აღმოჩენილია როგორც ერთეული ასევე ჯგუფური საფლავები, მიცვალებულები ძირითადად ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაშია დაკრძალული. საფლავების ფორმა არის მართკუთხედი, იშვიათად მრგვალი და ისინი შემოსაზღვრულია ქვის ფილებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Mallory 1997, p. 4–6