აუქშტაიტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აუქშტაიტია ღია წითლად

აუქშტაიტია (ლიტვ. Aukštaitija, ოფიციალურად ”მთიანეთი”) არის ლიტვის ხუთი ეთნოგრაფიული რეგიონიდან ერთ-ერთი. სახელი მაღალმთიანეთში მდებარეობის გამო შეერქვა, განსაკუთრებით აღმოსავლეთი ნაწილისა.

გეოგრაფია[რედაქტირება]

აუქშტაიტია ლიტვის ჩრდილოეთით მდებარეობს და ბელარუსისა და ლატვიის საზღვრებსაც სცილდება ადგილ-ადგილ. უდიდესი ქალაქი და, რეგიონის არაპოლიტიკურობის მიუხედავად, ცენტრალური ქალაქი პანევეჟისია.

  • მხარის უდიდესი ქალაქები 20 000 ადამიანზე მეტი მოსახლით:

რეგიონი, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთი ნაწილი სავსეა ტბებით.

ისტორია[რედაქტირება]

ისტორიულად აუქშტაიტია ლიტვის დიდ მთავარს ეკუთვნოდა მე-13 საუკუნემდე. მხარის ძირითადი დედაქალაქი იყო კიარნავია. გედიმინასის შეთანხმებით 1322 წელს აუქშტაიტიას ეწოდა terra Eustoythen (აუქშტაიტთა მიწა). მხარე პრუსიულ ქრონიკებში აუსტეხიად მოიხსენიებოდა (დაახ. 1326 წ.). მე-15 საუკუნიდან ტრაკაისა და ვილნიუსის სავოევოდოებში იყო მოქცეული, რაც მას ეთნიკური თვალსაზრისით პოლიტიკურ სტატუსსაც ანიჭებდა, ამიტომ, Lithuania Propria (ლიტვის მიწა) ეწოდა.

სიმბოლოები[რედაქტირება]

Aukstaitija.png
Aukstaitijaflag.png

აუქშტაიტიის გერბი და დროშა საზოგადოებას 2007 წელს წარუდგინეს.