აურელია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აურელია
Cnidaria Luc Viatour.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Aurelia aurita
დაცვის სტატუსი

აურელია (Aurelia aurita), უხერხემლო ცხოველი სციფოიდურთა კლასისა. აქვს 40 სმ-მდე დიამეტრის ქოლგისებრი, უფერო, გამჭირვალე, ლაბოვანი სხეული, სხეულის ქვედა ჩაღრმავებულ მხარეზე ოთხლაპოტიანი პირი. იკვებება წვრილი კიბოსნაირებით, თევზების ქვირითითა და მცირე ზომის ცხოველებით, რომლებსაც იჭერს ქოლგის კიდეზე განკაგებული საცეცებით. აქვეა წონასწორობის ორგანოები. მის გამჭირვალე სხეულში მოჩანს ჯვარედინი აგებულების კუჭი, გასტრალური არხები და 4 ნალისებრი სასქესო ჯირკვალი. აურელია გავრცელებულია ბარენცის, თეთრ და შავ ზღვებში, აგრეთვე წყნარსა და ატლანტის ოკეანებში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 9, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე