აუიანტეპუი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
აუიანტეპუი |
||
|---|---|---|
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 2535 მ | |
| ქედი | გვიანის ზეგანი | |
| პირველი ასვლა | 1937 | |
აუიანტეპუი (ესპ. Auyantepui) — მაგიდა მთა ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, გრან-საბანის ბუნებრივ არეში. წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ტეპუის, რომლის ფართობია 700 კმ². ვრცელდბა ტროპიკულ ტყეებს შორის, საიდანაც აწეულია საშუალოდ დაახლოებით 1000 მეტრამდე. მაქსიმალური სიმაღლე 2535 მ-მდე. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, გვიანის ზეგანზე.
აუიანტეპუიდან ეშვება მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი – ანხელი, რომლის სიმაღლე 1054 მ-ია. მთა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1933 წელს მფრინავმა ჯეიმზ ეინჯელმა შემთხვევით აღმოაჩინა ანხელის წყალვარდნილი.
აუიანტეპუი პემონის ენაზე ნიშნავს „ეშმაკის მთას“.