აუდი (ინდოეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აუდი — ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ ინდოეთში, მდინარე განგის შუაწელში. სახელი ეწოდა ძველი ქალაქის - აიოდჰიას (შუა საუკუნეებში ავადჰი) მიხედვით. შუა საუკუნეებში შედიოდა განგის ველზე წარმოქმნილი დიდი სახელმწიფოების შემადგენლობაში. XVIII საუკუნის 20-იანი წლებიდან, დიდ მოგოლთა მეფისნაცვალმა აუდში, საადათ-ხანმა, მის ფაქტობრივ დამოუკიდებლობას მიაღწია. XVIII და XIX საუკუნის დასაწყისში, აუდი ინდოეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამთავრო იყო. აქტიურად ებრძოდა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიას, მაგრამ 1746 წელს, ბუქსარის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ამ კომპანიის ვასალი გახდა. კომპანიის მიერ აუდის ანექსიის შემდეგ (1856 წ.) ოლქი ინდოეთის აჯანყების (1857) მნიშვნელოვან კერად იქცა. ამჟამად, აუდის ტერიტორია უტარ-პრადეშის შტატში შედის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]