აუდიტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუდიტის წარმოქმნა. აუდიტს საკმაო ხნის ისტორია აქვს.პირველი დამოუკიდებელი აუდიტორები ჯერ კიდევ მე_19 საუკუნეში გაჩნდნენ ევროპის სააქციო კომპანიებში.სიტყვა “აუდიტი” ითარგმნება როგორც “მას ესმის”,”რომელსაც ესმის” დას ხვ.


აუდიტის წარმოქმნა განაპირობა საწარმოს უშუალო ხელმძღვანელთა და კონკრეტულ საწარმოში თანხების დამბანდებელთა ინტერესების გამოყოფამ.მათ არ სურდათ დაყრდნობოდნენ მხოლოდ იმ ფინანსურ ინფორმაციას,რომელთაც მათ აწვდიდნენ საწარმოს ხელმძღვანელები და ბუღალტრები,სურად დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში,ამ მიზნით ისინი იწვევდნენ ადამიანებს,რომელთაA ნდობა აქციონერთაA აზრით შეიძლებოდა.მთავარი მოთხოვნა,რასაც აუდიტორებს უყენებდნენ იყო მათი პატიოსნება და დამოუკიდებლობა.


ინგლისი აუდიტის ისტორიულ სამშობლოდ ითვლება.აქ 1844 წლიდან გამოდის კანონთა სერია კომპანიების შესახებ,რომელთა თანახმად,სააქციო კომპანიების გამგეობებს ევალებოდათ სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად მოეწვიათ სპეციალისტი საბუღალტრო აღრიცხვის შესამოწმებლად.

40_იანი წლების ბოლომდე,აუდიტი მდგომარეობდა მხოლოდ იმ დოკუმენტაციის შემოწმებაში,რომელიც ჩაწერილ ფულად ოპერაციებს და ამ ოპერაციების საფინანსო ანგარიშებში სწორად დაჯგუფებას ადასტურებდა.ეს იყო ე.წ. დამადასტურებელი აუდიტი.თუმცა 1949წლის შემდეგ,დამოუკიდებელმა აუდიტორებმა მეტი ყურადღება დაუთმეს კომპანიებში შიდა კონტროლის საკითხებს,ვინაიდან ფიქრობდნენ,რომ შიდა კონტროლის ეფექტური სისტემის არსებობისას შეცდომის დაშვების ალბათობა უმნიშვნელოა და ფინანსური მონაცემები საკმაოდ სრული და ზუსტია.ასეთ აუდიტს სისტემურ_ორიენტირებული ეწოდა.

აუდიტის განვითარების მესამე ეტაპია მისი ორიენტაცია შესძლო რისკზე შემოწმებების ან კონსულტაციებებისას.

70-იანი წლების დამდეგს დაიწყო აუდიტორული სტანდარტების დამუშავება.

საზღვარგარეთ საფინანსო კონტროლის წამყვანი ფორმაა დამოუკიდებელი აუდიტი,რომელსაც ახორციელებენ ფართო პროფილის რევიზორები.იქ იმდენად გავრცელებულია აუდიტორული საქმიანობა,რომ გამოიწვია საერთაშორისო აუდიტური ფირმების შექმნა.

მრავალ ქვეყანაში მოქმედებენ ტრანსეროვნული აუდიტური საკონსულტაციო ფირმები,რომელთაცAთავისი წარმომადგენლობა აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში.თუმცა არსებობენ მცირე აუდიტური ფიმრები ინდივიდუალური მომსახურებისათვის,სადაც,მომუშავე სპეციალისტთა რაოდენობა არ აღემატება 10-15 ადამიანს.

ყველა განვითარებულ ქვეყანაში,პირებს,რომელთაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ბუღალტრულ-აუდიტურ პროფესიას,უწევთ მრავალი წლის სწავლა და პრაქტიკული საქმიანობა,ამასთან უამრავი საქმიანი გამოცდების ჩაბარება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე