აუდის თასი 2011

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აუდის თასი 2011 — ოთხთა საფეხბურთო ტურნირის აუდის თასის მეორე გათამაშება, გაიმართა 2011 წლის 26-27 ივლისს გერმანიაში, მიუნხენის ალიანც არენაზე. ტურნირი ჩატარდა აუდის ორგანიზებით.

ტურნირში მონაწილეობდნენ მასპინძელი „ბაიერნი“, 2010 წლის ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული „ინტერნასიონალი“, 2010-2011 წლების უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ბარსელონა“ და 2007 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „მილანი“.

ტურნირის გამარჯვებული გახდა „ბარსელონა“, რომელმაც ფინალურ მატჩში „ბაიერნი“ დაამარცხა ანგარიშით 2–0. მესამე ადგილზე გავიდა „ინტერნასიონალი“. ამ უკანასკნელმა მესამე ადგილისათვის მატჩში „მილანი“ დაამარცხა თერთმეტრიანების სერიაში.

მონაწილე გუნდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გათამაშების ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ დღეს ორი ნახეფარფინალი ჩატარდა, რომელთა გამარჯვებულებიც მეორე დღეს ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ, ხოლო დამარცხებულები ერთმანეთს მატჩში მესამე საპრიზო ადგილისათვის დაუპირისპირდნენ.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  ნახევარფინალები
26 ივლისი
ფინალი
27 ივლისი
18:15
 ესპანეთის დროშა ბარსელონა 2 (4)  
 ბრაზილიის დროშა ინტერნასიონალი 2 (2)  
 
20:45
     ესპანეთის დროშა ბარსელონა 2
   გერმანიის დროშა ბაიერნი 0
მესამე ადგილისათვის
20:45 18:15
 გერმანიის დროშა ბაიერნი 1 (5)  ბრაზილიის დროშა ინტერნასიონალი  2 (2)
 იტალიის დროშა მილანი 1 (3)    იტალიის დროშა მილანი  2 (0)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]