აუდიოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუდიოლოგია (ლათ. audio - ვისმენ და ბერძნ. logos - მოძღვრება) — მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის სმენას, სმენის დაქვეითებისა და სიყრუის გამომწვევ მიზეზებს, შეიმუშავებს მათი დიაგნისტიკისა და მკურნალობის რაციონალურ მეთოდებს (ყურის ქირურგია, პროთეზირება და სხვა). აუდიოლოგია დიდ ადგილს უთმობს აგრეთვე სმენაზე საწარმოო ფაქტორების (ხმაური, ვიბრაცია, ტოქსიკური ნივთიერებანი) მავნე გავლენის შესწავლას და მათ საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებების სერჩევას. სმენადაქვეითებულ ბავშვებში სმენითი ფუნქციის აღდგენის მეთოდებს შეიმუშავებს პედაუდიოლოგია.

ლიტერატურა[რედაქტირება]