აუდე-მაასი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 30 კმ |
| სათავე | |
| კოორდინატები |
/ |
| ქვეყნები | |
აუდე-მაასი (ნიდერლ. Oude Maas) — მდინარე ნიდერლანდებში. რაინის ტოტი და მაასის ყოფილი კალაპოტი. სიგრძე 30 კმ. სათავე აქვს პაპენდრეხტის სიახლოვეს, იქ, სადაც მდინარე ბენედენ-მერვედე იყოფა ნორდად და საკუთრივ აუდე-მაასად. მიედინება კუნძულ ეისელმონდეს სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ. მდინარე დორდტსხე-კილის გამოყოფის ადგილას იგი ქმნის კუნძულ ჰუკსევარდის ჩრდილოეთ საზღვარს, ხოლო შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიედინება, სადაც აუდ-ბეიერლანდის სიახლოვეს მას მდინარე სპეი გამოეყოფა. ამის შემდეგ, ღებულობს ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებას და ქალაქ ვლარდინგენთან ერთვის მდინარე ნიეივე-მაასს, რომელიც მდინარე სხერის წარმოქმნით გვირგვინდება.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მდინარე აუდე-მაასი (ნიდერლანდური)