ატრატო (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატრატო
Rio Atrato.JPG
მდინარე ატრატო
ქვეყნები კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სათავე დასავლეთი კორდილიერა
სიგრძე 644 კმ

ატრატო (ესპ. Atrato) — მდინარე სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, კოლუმბიაში. სიგრძე 644 კმ. სათავე აქვს დასავლეთ კორდილიერაში. მიედინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ღრმა და განიერ (80 კმ-მდე) ხეობაში. უერთდება კარიბის ზღვას (ურაბის ყურეს) და ქმნის დელტას. საზრდოობს წვიმის წყლით. მთელი წლის განმავლობაში წყალუხვია, მოაქვს ბევრი ნატანი. სანაოსნოა 560 კმ. ქალაქ კიბდომდე. ატრატოს ხეობაზე გადის ტექტონიკური საზღვარი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის. არსებობს პროექტი, გამოიყენონ ხეობა ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის არხის გასაყვანად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]