ატიფეტე იაჰიაგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატიფეტე იაჰიაგა
ატიფეტე იაჰიაგა
კოსოვოს პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 7 აპრილი, 2011
წინამორბედი იაკუბ კრასნიჩი

დაბადებული 20 აპრილი, 1975
ჯიაკოვიცა, სერბეთი
რელიგია ისლამი

ატიფეტე იაჰიაგა (დ. 20 აპრილი 1975, ჯიაკოვიცა, სერბეთი) – კოსოვოელი პოლიტიკოსი და პოლიციის ოფიცერი.[1]. კოსოვოს მეოთხე პრეზიდენტი.

დაამთავრა პრიშტინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ქვეყნის პრეზიდენტობამდე ასრულებდა რესპუბლიკის პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობას.[1] 2000 წლიდან აქვს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

22 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ალბანელი ბიზნესმენი ბეგჯეტ პაკოლი აირჩია, რომელიც პარტიას "ალიანსი ახალი კოსოვოსთვის" ხელმძღვანელობს და რუსეთთან მყარი საქმიანი კავშირები აქვს. კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი განიხილა და განაცხადა, რომ პაკოლი კანონის დარღვევით აირჩიეს.[2] სწორედ ამის შემდეგ 4 აპრილს პაკოლიმ თანამდებობა დატოვა, ხოლო 7 აპრილიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა კოსოვოს პირველი ქალი პრეზიდენტი ატიფეტე იაჰიაგა, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა არჩეული.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]